პოლიტიკა

დღეს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

23.03.17 14:45


დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს, 17:00 საათზე დაიწყება, სადაც ოთხ საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის შედის: შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; საქართველო-ნატო; რეფორმები თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება – ერთიანი ეროვნული მიდგომა“.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები