პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას წარადგენს

23.03.17 15:00


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს გაერო-ს ასოციაციასთან თანამშრომლობით იწყებს საჯარო სექტორში სტაჟირების საპილოტე პროგრამას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საპილოტე პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ 1+4 მონაწილე სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.

„სახელმწიფო მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, კონკურსის საფუძველზე ჩაერთონ სტაჟირების პროცესში. სტაჟიორებს სპეციალური კომისია შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩევს. წარმატებული აპლიკანტები სამთვიან სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გაივლიან. სტაჟირების პროგრამისთვის რეგისტრაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე smr.gov.ge 23 მარტს დაიწყება“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია დღეს, 14:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები