პოლიტიკა

ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება

23.03.17 15:10


ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება. ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, მმართველობის რეფორმის ფარგლებში შეიქმნება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი – ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო ქალაქის მოცულობითი პროექტი განხორციელდება.

„გამოიყო ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც სამინისტროები იქნება გადატანილი. ეს, ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორე მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი.

მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება. ორთაჭალის იმ უბანში, სადაც თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მის დაწყებას მივესალმები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები