პოლიტიკა

ანა დოლიძე - თუ ჰგონიათ, რომ პრეზიდენტი აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები

23.03.17 15:30


თუ ჰგონიათ, რომ პრეზიდენტი აზიანებს ქვეყნის ინტერესებს, უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის განცხადებები, რაც გუშინ პარლამენტში პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთდა, უნდა შეწყდეს.

,,გაისმა რამდენიმე განცხადება, რომელიც შეიცავდა მითითებებს, თითქოს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ქვეყნის მთავარსარდალი, აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას. იმ ვითარებაში, როცა ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული იყო კუდიანებზე ნადირობა, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ განცხადებებს. თუ მართლა ჰგონიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მაშინ ამისთვის უნდა გადავდგათ ნაბიჯები, თუ არა და შევეშვათ ამ ტიპის განცხადებების კეთებას“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

პარლამენტმა ,,ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები