მსოფლიო

ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

23.03.17 22:00


ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

როგორც გამოცემა ინდეფენდენთი იტყობინება, ამის შესახებ განცხადება ჯიჰადისტებმა სააგენტო Amaq-ის მეშვეობით გაავრცელეს.

როგორც განცხადებაში ჯიჰადისტები აცხდებენ, ადამიანი, რომელიც მანქანითა და დანით თავდასხმებზეა პასუხისმგებელი, ISIS-ის მებრძოლია. განცხადების თანახმად, მამაკაცი ხელმძღვანელობდა პრინციპით, რომ თავს უნდა დასხმოდა იმ ქვვეყნების მშვიდობიან მოსახლეობასა და უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც აშშ-ის ხელმღვანელობით მოქმედი კოალიციის წევრები არიან და რომლებიც სირიასა და ერაყში ისლამისტების ტერიტორიებს ბომბავემ.

ცოტა, ხნის წინ , ბრიტანეთის პრეიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ გუშინდელი ტერაქტის შემსრულებელი ბრიტანეთის მოქალაქეა, რომელიც პოლიციისა და სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო. მეის თქმით, რამდენიმე წლის წინ კონტრდაზვერვის სამსახური MI5 მასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებდა.

ბოლო ინფორმაციით, ვესტმინისტერის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი. გარდაცვლილებს შორის ერთი პოლიციის ოფიცერი.

შეგახსენებთ, გუშინ, ლონდონში ორი თავდასხმა მოხდა. ვესტმინისტერის ხიდზე მანქანა ქვეითებს დაეჯახა, შემდეგ კი მანქანის მძღოლმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა, თავდამსმხელი კი პოლიციელებმა მოკლეს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები