პოლიტიკა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური - ქართულ მხარესთან ერთობლივად ვამოწმებთ საბრძოლო მასალის კონტრაბანდული ტრანსპორტირების შესახებ წინასწარი ინფორმაციის უტყუარობას

24.03.17 19:00


სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივ ღონისძიებებს ატარებს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან საბრძოლო მასალის შესაძლო კონტრაბანდული ტრანსპორტირების შესახებ წინასწარი მონაცემების უტყუარობის შემოწმების მიზნით, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ეჭვმიტანილ პირებთან მიმართებაში საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, გრძელდება სხვა გარემოებების გამოკვლევა.

22 მარტს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სომხეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში შეტანილი გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Игла-ს ამოღების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, მათ მიმდინარე თვეს მიიღეს ინფორმაცია სომხეთში საქართველოს ტერიტორიიდან გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Игла-ს კონტრაბანდულ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქართულმა მხარემ უარყო და განაცხადა, რომ ოფიციალურ ერევანთან შესაბამის საკითხზე კომუნიკაცია შედგებოდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები