საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლო ეკლესიის შეღავათიანი გადასახადების მართებულობას განიხილავს

27.03.17 17:45


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დადგენილ შეღავათებს მოგების გადასახადის, ქონების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადთან მიმართებით, აღიშნულია სასამართლოს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სარჩელი შეიტანეს შემდეგმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა: "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია", ააიპ "საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია", სსიპ "ქრისტეს ეკლესია", სსიპ "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია", ააიპ "მეშვიდე დღის ქრისტიან — ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი", სსიპ "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია".

ისინი აპროტესტებენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებს და საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად აღიარებას მოითხოვენ.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების კონსტიტუციურობას. სარჩელის დანარჩენ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ საუბარია მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის არასწორ აღქმაზე და განხილვაზე უარი განაცხადა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. საქმეში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები