პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე: მარგველაშვილი ჯერ კიდევ ვერ მომწიფდა პრეზიდენტობისთვის

27.03.17 18:10


“პრეზიდენტი უნდა იყოს ჰარმონიაში მთავრობასთან”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების თემას გამოეხმაურა და მარგველაშვილის გადაწყვეტილებებს ბავშვური ახირება უწოდა.

„ეს კაცი ჯერ კიდევ ვერ მომწიფდა პრეზიდენტობისთვის, მისი საქციელი პოლიტიკოსის საქციელს არ ჰგავს, ეს არის უფრო რაღაც ბავშვური ახირებები, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებები უნდა იყოს ჰარმონიაში მთავრობის გადაწყვეტილებებთან“,-განაცხადა ჭიჭინაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კითხვაზე, იქნება თუ არა სამომავლოდ პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი, დავით ჭიჭინაძემ აქცენტი ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ წარსულზე გააკეთა და გაჟღერებული ინფორმაცია დადებითად შეაფასა.

„თუ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დადგება სამომავლოდ, პრეზიდენტის პოსტზე ეს მხოლოდ დადებითად უნდა განვიხილოთ, რადგან ის საკმაოდ კარგი პოლიტიკოსია და ჩვენ უკვე ვიცით მისი პოლიტიკური წარსული“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები