პოლიტიკა

„გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება - პარლამენტი დღეს ოპოზიციის ინიციატივებს განიხილავს

27.03.17 19:05


საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაზე დღეს „გაზპრომთან“ დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივებს განიხილავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რუსულ კომპანიასთან დადებული ხელშეკულებების გასაჯაროებას და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„ვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ასევე იმ მარტივი ჭეშმარიტების ახსნას, რომ გაზპრომი რეალურად არის იარაღი საქართველოს და დანარჩენი თავისუფალი მსოფლიოს წინააღმდეგ პუტინის ხელში. არ შეიძლება არანაირი ჩუმი ფლირტი მტერთან,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

ენმ-ის ინიციატივა მისაღებია ევროპული საქართველოს წევრებისთვისაც:
„ინიციატიავა, რომელიც უკავშირდება „გაზპრომის“ ხელშეკრულებას და აქედან გამომდინარე ზოგადად საკითხს, რომ შეიქმნას სპეციალური ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკურ საკითხებს განიხილავს და ექნება ინფორმაცია ამის თაობაზე, სხვათაშორის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ის სწორედ ე.წ. ნდობის ჯგუფს შეხვდება და ასეთი ტიპის ჯგუფის შექმნას ვთავაზობთ ჩვენ პარლამენტს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები