საზოგადოება

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

27.03.17 19:40


შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ს. დააკავეს, იუწყება შსს-ს სამინისტროს პრეს-სამსახური.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, "BLOW MINI MOD 2003"-ის მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები