პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - ევროპამ საქართველო თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, თავისი აწმყოთი და მომავლით, მთელი გულით მიიღო

27.03.17 19:50


ევროპამ საქართველო თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, თავისი აწმყოთი და მომავლით, მთელი გულით მიიღო - ასევე აღიარა საქართველოს დემოკრატია და ის რეფორმები, რომელიც ჩვენ ამ მიზნით ჩავატარეთ, - აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

“ყველაფერი ამით არ მთავრდება, ჩვენ ხელმოწერილი გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისათვის სვლას აგრძელებს. ჩვენი თითოეული თანამოქალაქე, რომელიც შენგენის ზონაში უვიზოდ შევა და იმგზავრებს, კიდევ უფრო მეტად ხდება საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელი, საკუთარი ქვეყნის ელჩი. ჩვენი ევროპული მომავალი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ხელისუფლებასა და ევროპულ სტრუქტურებს შორის არსებობს სრული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში - მათ შორის რეადმისიის, საპოლიციო და დიპლომატიურ სფეროებში. წინასწარ ყველა ის მექანიზმი შევქმენით, რომელიც მომავალში, სხვადასხვა ვითარების კონტროლისთვის და მართვისთვის დაგვჭირდება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ გაიზიაროს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, 2016 წლის შემოდგომიდან ხელისუფლებამ აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და მომავალი თვეების განმავლობაში, ამ პროცესში პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

“თითოეული ადამიანი მოსახლეობასთან შეხვედრებით, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა რეგულაციები და წესები არსებობს უვიზო რეჟიმის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.

28 მარტიდან საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები