პოლიტიკა

შ.პ.ს “რუსთავი ორი ჩემია” ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდება

27.03.17 20:45


შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რუსთავი ორი ჩემია“ ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდება. ტელეკომპანიის 40 თანამშრომელი ორ-ნახევარ %-ანი წილის მფლობელი გახდება.

„რუსთავი 2“-ის წილის 91%-ის მფლობელები ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანიის კოლექტივთან კონსულტაციებს დღეიდან დაიწყებენ. ტელეკომპანიის გუნდის მიერ ჩამოყალიბებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შ.პს. „საქართველოს“ 51%-იანი წილის მმართველი იქნება. არხის მფლობელებმა საკონტროლო პაკეტის თანამშრომლებისთვის გადაცემის მზადყოფნა რამდენიმე დღის წინ გამოთქვეს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები