პოლიტიკა

უვიზოდ მოგზაურობისთვის ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია – რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი პასპორტისაგან

27.03.17 21:55


2017 წლის 28 მარტი საქართველოსთვის ისტორიული თარიღია. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას ხვალიდან შეძლებენ.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრის გადაკვეთას ვიზების გარეშე მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტებით შეძლებენ.

თუ რა განსხვავებაა ბიომეტრიულ პასპორტსა და ჩვეულებრივ პასპორტს შორის, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ინფორმაციის თანახმად, ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები. ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია.

ამასთან, ბიომეტრიული პასპორტების გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას.

ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს.

დღეს საქართველოს 995 443 მოქალაქე ბიომეტრიული პასპორტით სარგებლობს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები