საზოგადოება

საქართველოდან ევროპაში უკვე 800 ადამიანი გაფრინდა

28.03.17 19:50


საქართველოდან ევროპის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირველ დღეს დაახლოებით 800 ადამიანი გაემგზავრა, განუცხადეს "Sputnik–საქართველოს" საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

თბილისიდან ათენში, ვარშავასა და მიუნხენში დაახლოებით 300 ადამიანი თბილისიდან გაფრინდა, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 500 ადამიანი — ბუდაპეშტში, სალონიკსა და ლარნაკაში.

საქართველოდან ევროპის ქალაქებში გამგზავრებულ ადამიანთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს. თბილისიდან ევროპაში უვიზოდ პირველი რეისით გაემგზავრნენ სტუდენტები, მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ისინი უკვე ათენში იმყოფებიან, საიდანაც ბრიუსელში გაფრინდებიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები