საზოგადოება
28.03.17 20:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩხიტუნიძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პროკურატურა ჩხიტუნიძეს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობისას, სამოხელეო დანაშაულის ჩადენას ედავებოდა.
საქმის მასალების თანახმად, ჩხიტუნიძემ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირებს თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და უპირატესობა, უკანონოდ გამოიყვანა მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ამჟამად დავით ჩხიტუნიძე მიმალვაში იმყოფება. სასამართლომ მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა.
”დავით ჩ.-ს ბრალად ედებოდა ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მასვე, ბრალად ედებოდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
საქმის მასალების თანახმად, დავით ჩ. 2005-2009 წლებში, სხვადასხვა დროს, მუშაობდა საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე. მან როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით და საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და უპირატესობა, უკანონოდ გამოიყვანა მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სასამართლომ, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილად მიიჩნია დავით ჩ.-ს მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენა და შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, დავით ჩ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი – ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლის პირველი ნაწილით დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და საბოლოოდ, დავით ჩ. -ს მსჯავრდება მოხდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მას დანაშაულთა ერთობლიობით, 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება”, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24