საზოგადოება

თბილისში სომხეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

28.03.17 20:40


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში სომხეთის მიერ ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების ან მოწყობილობების უკანონო შეძენა, გასაღება, გადატანა ან ტარება.

სომხეთის მოქალაქე რობერტ ა. ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ღვინის აღმართის გადაკვეთაზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სომხეთის მოქალაქის დაკავება სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოხდა. სამშობლოში მას 2-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სხვა დეტალებს საქართველოს შსს არ ავრცელებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები