საზოგადოება

ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველოტრასა მოეწყობა

28.03.17 20:50


ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველობილიკის მოწყობა იგეგმება. როგორც გამოცემა "კომერსანტი" ტყობინება, ველო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი კომპანია „ივერია მოტორსს" და მის პარტნიორ ფრანგულ კომპანია SMOOVE-ს ეკუთვნის. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ქიშმარია რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, მისი თქმით, ველოტრასების პროექტი, რომელიც ბათუმში განხორციელდა, წარმატებული გამოდგა , ამ ეტაპზე კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუგდიდის ძირითად ნაწილში ველოტრასების მოწყობა და ასევე ზუგდიდის სადგურიდან ანაკლიამდე დაახლოებით 35 კილომეტრის ტრასის გაკეთება.

„ივერია მოტორსის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილობრივი მთავრობების მხრიდან არის მზადყოფნა პროექტი განხორციელდეს.

ქიშმარიას თქმითვე, პირველ ეტაპზე საუბარი 3-5 მილიონი დოლარის ინვესტირებაზე ველოსიპედების შემოყვანაში და შემდეგ საინვესტიციო მოცულობები გაიზრდება.

კომპანია SMOOVE-ის ველოსიპედების გაქირავების 460 ტერმინალი 8 500 ველოსიპედით მსოფლიოს 12 ქვეყნის 20 ქალაქში განლაგებულია.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები