საზოგადოება

დეკანოზი გიორგი მამალაძე: მინდა სასამართლო ღია და საჯარო იყოს

28.03.17 22:00


თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე მსჯელობენ. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვს. დაცვის მხარე კი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლას, ალტერნატიულ ღონისძიებად კი გირაოს მოითხოვს.

ამასთან, სასამართლო პროცესზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა სასამართლო სხდომების დახურვის შესახებ, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მხარეები პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავენ, რომლითაც უნდა გადაწყდეს, მთლიანად დაიხურება თუ არა დეკანოზის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი.

დაცვის მხარე პროკურატურის აღნიშნულ მოთხოვნას არ ეთანხმება და ითხოვს, რომ სასამართლო პროცესები ღია რეჟიმში ჩატარდეს. ადვოკატების ამ მოთხოვნას თავად ბრალდებულიც იზიარებს.

„მინდა, რომ სასამართლო ღია და საჯარო იყოს“, – განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები