საზოგადოება

საქართველოში ევროპის ქვეყნებში ტურებზე მოთხოვნა გაიზარდა

28.03.17 22:50


ბოლო დროს სქართველოს მოსახლეობა სულ უფრო დაინტერესებულია ევროპის ქვეყნებში ტურებით, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას უკავშირდება.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. ვიზა საჭირო არ არის ტურისტული, საქმიანი და სტუმრის სტატუსით ვიზიტის დროს. "Sputnik საქართველომ" ტურისტულ კომპანიებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, კერძოდ, რომელი მიმართულებები აინტერესებთ ქართველ ტურისტებს. კომპანია Love Travel-ის ტურ-ოპერატორი მირანდა კესარელი "უკვე დაახლოებით ორი კვირაა, რაც მოთხოვნა გაიზარდა.

მოთხოვნა ევროპაში ტურებზე 30%-ით გაიზარდა. ძირითადად აინტერესებთ მგზავრობა იტალიაში, პოლონეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში. ტურისტებს ამ ქვეყნებში გამგზავრება ერთი, მაქსიმუმ ორი კვირით უნდათ", — განაცხადა კესარელმა. ტურისტული კომპანია ОК Travel-ის მენეჯერი მონიკა ლათიბაშვილი "მარტის დასაწყისში შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათ ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვაწოდეს. მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ეს ინფორმაცია უშუალოდ მგზავრებს მივაწოდეთ, დაახლოებით 10 მარტიდან. ევროპის მიმართულებით ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ახლა 40-50%-ით გაიზარდა. ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებია კვლავ იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი. ტურის ხანგრძლივობა მინიმუმ ხუთი დღეა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ტურისტებს მოგზაურობა ერთი თვის განმავლობაში სურთ", — განაცხადა ლათიბაშვილმა. ტურისტული კომპანია Star Travel-ის მენეჯერი თამარ სუხიტაშვილი "ბოლო პერიოდში მოთხოვნა თითქმის 30%-ით გაიზარდა. ძალიან ხშირად აინტერესებთ ესოანეთი, იტალია, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხეთი. ამჟამად ძალზე აქტუალურია უიქენდ-ტურები — ტურები ევროპაში უქმეებზე. მაგრამ ძირითადად ერთკვირიანი ტურები აინტერესებთ. ყველაზე ხშირად ვყიდით 5-6 დღიანი ტურების პაკეტებს", — განაცხადა სუხიტაშვილმა. ტურისტული კომპანია Total Travel "ევროპაზე ბოლო დროს საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ტურებს ტურისტული სააგენტოს მეშვეობით უფრო ხშირად ყიდულობენ, ვიდრე ადრე. მოთხოვნა არის, მაგრამ ტურისტებს ურჩევნიათ, თვითონ იყიდონ ყველაფერი, მათ შორის ავიაბილეთებიც. ჩვენთან ძალიან ბევრი ზარი შემოდის, მაგრამ გაყიდვა რეალურად შედარებით შემცირდა, ვფიქრობ, რომ ინტერესი მეტია, ვიდრე გაყიდული ტურების რაოდენობა. ლიდერია იტალიისა და გერმანიის მიმართულებები", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები