საზოგადოება

რუსთავის ქარხანაში ფოლადსადნობი ღუმელი აფეთქდა: არიან დაშავებულები

29.03.17 14:30


რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი მუშა დაშავდა, იუწყება ადგილობრივი მასმედია.

„ჯეოსთილის“ ქარხნის ტერიტორიაზე ფოლადსადნობი ღუმელი აფეთქდა. სხეულის სერიოზული დაზიანება ორმა მუშამ — 25 წლის და 63 წლის მამაკაცებმა მიიღეს, რომლებიც სახისა და კიდურების ძლიერი დამწვრობით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ეკიპაჟებია მობილიზებული. ამ დროისათვის აფეთქების მიზეზები დგინდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები