საზოგადოება

შშმ ბავშვები საქართველოდან სპეციალური ზამთრის ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ

29.03.17 15:40


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებმა ავსტრიაში მსოფლიო სპეციალური ზამთრის ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა და სხვადასხვა საპრიზო ადგილი დაიკავეს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს Facebook-გვერდზე.

კერძოდ, თბილისის მე-200 სპეცსკოლის მოსწავლე ანა ნოდიამ, ციგურებით სრიალში მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო იმავე სკოლის წარმომადგენელმა მარიამ ოქროპირიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ისინი ციგურებზე პირველად შარშან დადგნენ და სპეციალისტებთან ერთად ინტენსიური მომზადებით პირველ წარმატებას მიაღწიეს. 2017 წლის მსოფლიო სპეციალური ზამთრის ოლიმპიადა ავსტრიაში 14-24 მარტს გაიმართა. შეჯიბრები ტარდებოდა ქალაქებში შლადმინგი, რამზაუ-ამ-დახშტაინი და გრაცში. სპეციალურ ოლიმპიადაში მონაწილეობას ინტელექტუალური განვითარების დარღვევების მქონე ადამიანები იღებენ. შეჯიბრები სპორტის რვა სახეობაში გაიმართა: ფლორბოლი, იატაკის ჰოკეი, ციგურებით სრიალი, შორტ-ტრეკი, მთის თხილამურები, სნოუბორდი, თოვლზე სიარული და სათხილამურო რბოლა. მასში მონაწილეობას იღებდა 105 ქვეყნიდან 2600 ათლეტი, 1100 მწვრთნელი. სპორტსმენებს მხარს უჭერდა 200 ვოლონტიორი, თამაშებს აშუქებდა 800 ჟურნალისტი და ესწრებოდა 1000 საპატიო სტუმარი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები