პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - თამარ სანიკიძე რჩება ჩვენს გუნდში და უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე

03.06.16 19:20


განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ჩვენი გუნდის წევრად რჩება და უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ სანიკიძეს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში შეასრულა, მან გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები, განათლების სისტემაში, განათლების სიტემის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგები დღეს ნამდვილად სახეზეა. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენი გუნდიდან, ის რჩება ჩვენს გუნდში და ნამდვილად, უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა თამარ სანიკიძე დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა. მას ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები