საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებს ამოწმებს

29.03.17 16:40


სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა აგრარულ ბაზრებში ის სავაჭრო პავილიონები შეამოწმეს, სადაც ხორცი და რძის ნაწარმი იყიდება. სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩაატარა შპს “მერკადომ“ (ე.წ.გლდანის ბაზარში არსებული ხორცის პავილიონი) და შპს „იბერიამ“ (ცენტრალური ბაზარი); გარემონტდა და მოპირკეთდა სავაჭრო სივრცე, მოეწყო ხორცის შესანახი მაცივრები.

„მომხმარებელთა ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სააგენტო ასევე, აქტიურად ამოწმებს, რამდენად სრულდება ხორცის და რძის ნაწარმის ეტიკეტირების მოთხოვნები აგრარულ ბაზრებში,“- განაცხადა თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.

„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ეტიკეტს დაურთოს სრული ინფორმაცია ხორცის წარმომავლობის შესახებ – როდის და რომელ სასაკლაოზეა საქონელი დაკლული, ცხოველის ასაკი და ვარგისიანობის ვადა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები