პოლიტიკა

ჯანელიძემ და ზანიერმა მომავალი არჩევნების თაობაზე ისაუბრეს

03.06.16 19:50


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა მომავალი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ისაუბრეს, ნათქვამია საგარეო უწყების ვებგვერდზე.
შეხვედრა ვენაში გაიმართა, სადაც მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება.


მხარეებმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა აღნიშნეს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალურ მდივანს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ აცნობა, რა დროსაც ყურადღება გაამახვილა 19 მაისს სოფელ ხურჩაში გალის მკვიდრის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.

ეუთოს გენერალურმა მდივანმა მწუხარება გამოთქვა ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები