საზოგადოება

“ქართველებს მოგვექცნენ ისე, როგორც ქრისტიანებს” – ისრაელიდან დეპორტირებული მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

30.03.17 16:55


„ქართველებს მოგვექცნენ იქ ისე, როგორც ქრისტიანებს“,-ამის შესახებ ისრაელიდან სამშობლოში დეპორტირებულმა სასულიერო პირმა, საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიის მღვდელმსახურმა განაცხადა.

​ისრაელიდან დეპორტირებული მოქალაქეები სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ. მათი თქმით, ისრაელში წმინდა ადგილების მოსალოცად მიდიოდნენ, თუმცა მესაზღვრეებმა არ შეუშვეს.

„ქართველებს მოგვექცნენ იქ ისე, როგორც ქრისტიანებს. მე მეტი განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ. ამ წუთში, ყოველ შემთხვევაში, მოვერიდები და მომავალში ვნახოთ“,-განაცხადა საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიის მღვდელმსახურმა.

​როგორც ისრაელში საქართველოს კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა განმარტა, მოქალაქეთა ისრაელში არ შეშვების მთავარი მიზეზი, მოუწესრიგებელი საბუთები გახდა.

„საზღვრის დაცვის სამსახურმა, გარკვეული მიზეზების გამო, მათი კანონმდებლობის მეთოდოლოგიის შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შესვლაზე უთხრეს უარი“,- განაცხადა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

დეპორტირებულ 13 მოქალაქეს შორის არასრულწლოვნებიც იმყოფებოდნენ. თავდაპირველად, სამშობლოში სწორედ ისინი დააბრუნეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები