საზოგადოება

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

30.03.17 20:20


თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 30 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები მუცლისა და მხრის მიდამოში აქვს.

ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 117-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები