ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთიმაგალითის შესახებ “ბონდო არველაძე” ნაწილი 3

30.03.17 20:40


ადარნასე II კურაპალატს ოთხი ძე ჰყავდა (რაც ცნობილი იყო იმპერატორ კონსტანტი-ნესთვისაც), რომლებიც მორიგეო¬ბით იღებდნენ ტაო-კლარჯეთის მართვა-გამგეობის სადა-ვეებს და შესაბამის ტიტულებს. ასე მაგალითად, თვით იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა კურაპალატის წოდება, ანუ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „კურაპა-ლატის მამობრივი წოდება” უწყალობა მეორე ძეს, აშოტ II-ს.

იმპერატორ კონსტანტინესათვის, რომელიც 952 წელს წერს სამხრეთ საქართველოს შესახებ, ტაო-კლარჯელი ბაგრატიო¬ნები ქართველები არიან, ანუ ივერიელები, მათი ქვეშევრ¬დომები, აგრეთვე, ქართველები, მათი ქვეყანა – საქართველო, ანუ ივერია. მისი ნაშრომის - „ხალხთა შესახებ” - ორი თავი, რომლებიც სამხრეთ საქართველოსა და მის მფლობელ სახლს ეძღვნება, შესაბამისად არის დასათაურებელი: „ქართველთა შესახებ” და „ქართველთა გვარტომობისა და ციხესიმაგრე არტანუჯის შესახებ”.

კონსტანტინესთან დამოწმებულია ტაო-კლარჯელ ბაგრა¬ტიონთა ეროვნული თვითშეგ¬ნებაც იტყობინება რა იმპერატორ ლეონის, იმპერატორ რომანოზისა და თავისი საკუთარი მცდელობის შესახებ – მიიღონ ბაგრატიონთაგან მათი ციხე¬სიმაგრე კეცეი, „რათა პურს იქ არ ღებულობდეს ფეოდო¬სიოპოლი (ერზერუმი), რომელიც ამ დროს არაბთა ხელშია, კონსტან¬ტინე გვიამბობს, ბიზანტიელი ხელისუფალნი როგორ „არწმუნებდნენ კურაპალატსა და მის ძმებს, რომ ფეოდოსიო¬პოლის აღებისას ისინი მათ მისცემენ ამ ციხესიმაგრეს, მაგრამ ქართველებს არ უნდოდათ ამის გაკეთება ფეოდოსიოპოლელთა სიყვარულის გამო და იმიტომაც, რომ არ ევნოთ ქალაქ ფეოდოსიოპოლისათვის, მაგრამ ისინი უპასუხებდნენ ბატონ რომანოზსა და ჩვენს უდიდებულესობას: „ჩვენ რომ ეს ჩავიდინოთ, შევრცხვებით ჩვენს მეზობლებთან, სახელდობრ, ჩვენს მაგისტროსთან და აბაზგიის მპყრობელთან, ვასპარუკანის მპყრობელთან და სომეხთა მპყრობელებთან, ვინაიდან ისინი იტყვიან, რომ იმპერატორი არ ენდობა ქართველებს (ივერებს),– კურაპალატსა და მის ძმებს...

სწორედ ამ სახლის წარმომადგენელი გახლდათ სახელგან¬თქმული დავით III კურაპა-ლატი, ადარნასე II-ის შვილთაშვილი და მისი გვირგვინოსანი ვაჟების ძმის შვილიშვილი: მეფე დავით II (გარდაიცვალა 937 წელს), აშოტ II კურაპალატი (გარდაიცვა¬ლა 954 წელს) და სუმბატ კურაპალატი (გარდაიცვალა 958 წელს). დავით III-ის პაპა, ბაგრატი, ადარნასე II-ს ვაჟი, მაგისტროსის ტიტულის მატარებელი, 945 წელს გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოესწრო კურაპალატის წოდებას, რომელსაც ამ დროს უფროსობის გამოისობით ფლობდა აშოტ II.

ბაგრატის ვაჟი ადარნასე III, ტაო-კლარჯეთის უზენაესი მპყრობელი და ქართველთა კურაპალატი 958-961 წლებში. ჩვენ მიერ ზემოთ მოყვანილი მერჩულის ტექსტი ადარნასესაც ახსენებს: ამ ნაწარმოების შექმნისას (950-1001 წლები) ადარნასი ჯერ მხოლოდ მაგისტროსი გახლდათ; ერთ-ერთი მისი ბიძათაგანი აშოტ II კურაპალატი და ტაო-კლარჯეთის სახელმწიფოს მეთაური იყო, მეორე კი, სუმბატი, – ერისთავთ-ერისთავი. ადარნასე III-ის მემკვიდრე მისი სახელგანთქმული ვაჟი დავით III (961-1001 წლები) გახდა.

სინამდვილეს არ შეეფერება ტოკარსკის მტკიცება, თითქოს დავით III-ს „არასდროს არ ეტარებინოს მეფის ტიტული (გვ. 200)”, თითქოს მან საკუთარი თაოსნობით „თქვა უარი თავდაპირველ განზრახვაზე თავისი მამულები ბაგრატ III-ისათვის გადაეცა” (გვ. 201), თითქოს „დავითის მმართველობა რაიმე სერიოზული საომარი ამბებით არ ყოფილა დამძიმებული”.

აი, დავით III-ის მეფობის ფაქტები, რასაკვირველია, ერთობ მოკლედ გადმოცემული.

ადარნასე III კურაპალატს ჰყავდა ორი ძე: უფროსი – ერისთავთ-ერისთავი ბაგრატი და უმცროსი – მაგისტროსი დავითი. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის, ძველთაგანვე დად¬გენილი ტრადიციის თანახმად, უკვე ამ დროს დავით III, ძმის სწორფრად, მამაზე რომ არა ვთქვათ რა, უნდა აგრეთვე, წოდებულიყო მეფედ და, მართლაც, ოშკის ტაძრის ცნობილ ქართულ სამშენებლო წარწერაში ვკითხულობთ: ... „ჩვენმა ღვთით კურთხეულმა მეფეებმა დაიწყეს ამ წმიდა ტაძრის მშენებლობა... ამ დიდმა მეფეებმა ჩვენმა... ღმრთით დალო¬ცვილი ადარნასე კურაპალატის სახსრებით, ერისთავთ-ერისთავმა ბაგრატმა და მაგისტროსმა დავითმა, დაე, წმინდა სამების მარჯვენა იყოს სამივეს მფარველი”...

შატბერდის მოღვაწე იოანე ბერა, რომელმაც 973 წელს „პარხლის ოთხთავი” (სახარების ქართული თარგმანის ერთ-ერთი ცნობილი ნუსხა) გადაწერა პარხალში (სამხრეთი ტაო) ქართული მონასტრისა-თვის, ამ ხელნაწერის მინაწერი ახალ მონაცემებს გვამცნობს, ახსენებს რა „ჩვენს მეფეებს, ღმრთით განდიდებულ მეფეს ქართველთა ბაგრატს, მაგისტროს დავითს, ერისთავთ-ერისთავს სუმბატს და ღმრთით ბოძებულ მათ ძეთა”, და სხვა ადგილას: „ღმრთით კურთხეულ მეფეთ მეფეს (დაე, ადიდოს უფალმა!); ღმრთით მოვლენილ მაგისტროს დავითს.

ამრიგად, 973 წელს დავით III ჯერაც მაგისტროსად რჩება, მაგრამ უკვე „მეფეთ მეფის” ტიტულით გამოდის, რაც პირველ შემთხვევას წარმოადგენს ტაო-კლარჯეთის მბრძანებელთა ისტორიაში.

ეს სავსებით შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას: დავით III, უფრორე, ვიდრე მამამისი და პაპები - მისი წინამორბედი ქართველი კურაპალატები, იყო მთელი სამხრეთ საქართველოს უზენაესი მპყრობელი. მას „ნებაყოფლობით დაემორჩილა ყველა ხელმწიფე”, როგორც ამბობს დავითის თანამედროვე სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ტარონეცი. 28 მფლობელ მთავართა შორის, რომლებმაც მეფეთ-მეფე დავით III-ის სიუზერენიტეტი აღიარეს, იყვნენ არაქართველი, მაგალითად, მეზობელი სომეხი მფლობელნიც.

შემდეგ დავითი „კურაპალატის” ტიტულსაც იღებს. ეს ხდება, ალბათ, 978-79 წლებში. „ქართველ კურაპალატს” უწოდებს დავითს, ისევე, როგორც სტეფანოს ტარონეცი, სომეხი ისტორიკოსი არისტაკეს ლასტივერტეცი, რომელიც დავითის შესახებ გვიამბობს სკლიაროსის ცნობილ აჯანყებასა და დავითის მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით.29 ასევე ბიზანტიელი ისტორიკოსები: კედრენე დავითს „ქართველების არქონტს”30 უწოდებს, ზონარა კი უფრო სწორად – “კურა¬პალატს”, რომლის სამფლობელოები „საქართველოში მდებარეობს”.31 სომხურ ისტორიოგრაფიაში სწორი ცნობები დავით III-ის შესახებ საუკუნეების მანძილზე შემოგვენახა: ასე მაგალითად, მათე ედესეცთან (XII საუკუნე) დავითი ნახსენებია, როგორც „კურაპალატი, საქართველოს მმართველი”.

დავით III-ის გავლენა ძალიან სწრაფად იზრდებოდა. მეორე ცნობილ ქართულ ხელნაწერში „სამოთხე”, რომელიც ოშკშია გადაწერილი, 977 წლის ერთი ჩანაწერი დავითს ჯერ კიდევ უწოდებს „ჩვენს მეფეს, მაგისტროს დავითს”, სხვა ჩანაწერი კი, რომელიც პირველზე რამდენიმე წლით გვიანდელია, უკვე „ძლევამოსილ და სრულიად დაუმარცხებელ დავით კურაპა¬ლატად” ან მთელი აღმოსავლეთის კურაპალატადაც კი მოიხსენიებს.

ბიზანტიის შინაურ საქმეებში ჩარევის შედეგად, რამაც იმპერატორის ტახტი ბარდა სკლიაროსის ხელყოფისაგან იხსნა, მოხდა დავით მეფის ახალი, ერთობ საგრძნობი გაძლიერება, მხედართმთავრის წინააღ¬მდეგ 12 ათასი რჩეული მხედარი გაგზავნა, რომლებმაც მაკედონიის დინასტიისადმი ერთგუ¬ლად შთენილ ჯარებთან ერთად გაანადგურეს სკლიაროსი 979 წლის გაზაფხულზე ჰალისის ნაპირებთან. მადლიერმა ბიზანტიის მთავრობამ გაწეული დახმარებისათვის დავითს, როგორც ამას სტეფანოს ტარონეცი იტყობინება, უზარმაზარი ტერიტორია დაუთმო: კარინის (ამჟამად ერზერუმის) მხარე; მისი მეზობელი ბასიანი (ამჟამად პასინი); ჰარკისა და აპაჰუნიკი(ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთით) მხარეები და სხვა.

დავითის სამფლობელოთა სამხრეთმა საზღვარმა ქალაქ ერზინჯანთან გადაინაცვლა. გარდა ამისა, ქართულმა ჯარებმა ვეებერთელა ნადავლი იგდეს, რომლის ნაწილი ათონზე (ქალკედონიის ნახევარკუნძული) ცოდნისა და განათლების ცნობილი შუასაუკუნეობრივი ქართული ცენტრის მშენებ¬ლობას მოხმარდა. ამ გამარჯვების შესახებ ქართულ წყაროებში მრავალი ცნობა გვეგულება. კერძოდ, ზარზმის ტაძრის (სამცხეში) ქართული წარწერა გვაუწყებს: „როცა საბერძნეთში სკლიაროსი აჯანყდა, დავით კურაპალატი (ღმერთმა ადიდოს იგი!) დაეხმარა წმიდა მეფეებს და ყველანი სალაშქროდ გაგვაგზავნა. ჩვენ სკლიაროსი უკუვაქციეთ...

შემდგომ კი ერთი დიდი მარცხი მოუვიდა დავითს: გარეული აღმოჩნდა ახალ (ფოკას) აჯანყებაში იმპერატორ ბასილის წინააღმდეგ. ვინაიდან აჯანყებულები დამარცხდნენ, დავითი იძულებული შეიქნა იმპერატორისათვის საკუთარი სამფლობელოები აღეთქვა – თავისი გარდაცვალების შემდეგ. ასე მოგვითხრობს ამ ფაქტების შესახებ არაბი ისტორიკოსი იაჰ, ია ანტიოქელი.36 საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ დავითის ამ ანდერძში ლაპარაკი იყო ბიზანტიისგან სწორედ ახლადმი¬ღებულ მხარეებზე. ფაქტობრივად, ეს მიწები ბიზან-ტიურმა ჯარებმა მხოლოდ დავითის გარდაცვალების შემდეგ დაიკავეს.

დავითი მგზნებარე ქართველი პატრიოტი იყო და ზოგად¬ქართულ საქმეებსაც აქტი-ურად ჰკიდებდა ხელს, ახლო აღმო¬სავლეთში ერთობ დიდი ინტერესებითა და მოვალე-ობებით გადატვირთის მიუხედავად. დავით III ყველა ქართული მხარის გაერთიანების მთავარ ინიციატორად და ორგანიზატორად მოგვევლინა. გაერთიანებული ქართული სამეფოს ტახტზე მან თავისი აღზრდილი (დავითი უშვილო გახლდათ) და ახლო ნათესავი ბაგრატ III ბაგრატიონი დასვა, ამასთან, სახალხოდ განაცხადა (ქართველი ისტორიკოსის დამოწმებით): „ესე არს ტაოს, ქართლისა და აფხაზეთის მემკვიდრე, ძე და აღზრდილი ჩემი, მე კი მისი მზრუნველი და შემწე ვარ. ყველა მორჩი¬ლებდეთ მას”. დავითის ეს საქმე უპასუხებდა საქართველოში ობიექტურად ჩამოყალიბებულ პირობებს და სრული წარმა-ტებითაც დაგვირგვინდა.

სხვანაირად (და, რასაკვირველია, წინააღმდეგობრივად, როგორც ყოველთვის) ხსნის მოვლენებს ტოკარსკი: „ქართული სახელმწიფოს (ქართლი და აფხაზეთი) გაერთიანებას სათავე დაედო, – წერს იგი, – დავითის ერთობ ქმედითი მონაწი¬ლეობით, რომელმაც თავისი სამფლობელოები თავდაპირვე¬ლად ბაგრატ III-ს უანდერძა, თუმცა ეს ანდერძი მისი სიკვდილის წინ იმპერატორ ბასილის სასარგებლოდ შეიცვალა. ტაოს ფეოდალის ასეთი დამოუკიდებელი მდგომარეობა განისაზღვრებოდა იმ განსაკუთრებული მიზეზებით, რომლე¬ბიც მას ხელს უშლიდა მეზობელ საქართველოსთან ან სომხეთ¬თან გაერთიანებულიყო. მოსახლეობის ძირითად მასას შეადგენდნენ სომხები, რომლებიც აქ ქალკედონიანობის ოდინ¬დელი მომხრეები იყვნენ (აქედან გამოვიდა VII საუკუნეში ცნობილი კათალიკოსი ნერსეს აღმაშე¬ნებელი). ამას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო ხელი შეეწყო აღორძინებულ სომხურ სამეფოში მათი შესვლისათვის. ისინი თავს გაცილებით ახლოს გრძნობდნენ ერთმორწმუნე საქართვე¬ლოსთან და, რაკი ქართველ ახალმოსახლეებთან გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, რომლებიც IX საუკუნეში გამოჩნდნენ არაბებისა და ეპიდე-მიებისაგან აოხრებულ მხარეში, ნელ-ნელა იწყეს დენაციო¬ნალიზება.

საქართველოსთან გაერთიანება ამ პროცესის გაძლი¬ერებასა და დაჩქა¬რებას ემუქრებოდა.

შესაძლოა, ამიტომაც თქვა დავითმა უარი თავდა¬პირველ განზრახვაზე თავისი მიწები ბაგრატ III-ისათვის გადაეცა” (გვ. 200-201). მკითხველი კვლავ საგონებელშია ჩავარდნილი: ერთი მხრივ, დავითი „ერთობ ქმედით მონაწილეობას” იღებს საქართველოს გაერთიანებაში, მეორე მხრივ – ამ გაერთიანებას გადამწყვეტ დარტყმას აყენებს, როცა თავის სამფლობელოებს ბიზანტიელ იმპერატორს უანდერძებს იმ ერთადერთი მოსაზრებით, რომ საქართვე¬ლოსთან გაერთიანებით მისი სახელმწიფო შეიძლება საბო¬ლოოდ გაქართველდეს. მკითხველს ებადება კითხვა, თუ როგორ ვერ შეძლო მისი ხალხისათვის დამუქრებულ ასეთ მომაკვდინებელ საფრთხეს მიხვედრი¬ლიყო ორი ათწლეულით ადრე ეგზომ „ჭკვიანი, ენერგიული”, „სახელგანთქმული”, „გამოჩენილი ტაოელი მმართველი” (ტოკარსკის განსაზ-ღვრებებია), როგორიც დავით კურაპალატი იყო. თუმცა, აქ ჩვენ გვაქვს ის იშვიათი შემთხვევა, როცა ტოკარსკის ფაქტები მოჰყავს თავისი დებულების დასასაბუ¬თებლად. აი, რას გვამცნობს იგი საკუთარი თეზისის დასამტკიცებლად: “ტაოს კურაპალატის განსაკუთრებულმა მდგომა¬რეობამ ასახვაც კი ჰპოვა მის მონეტებში, რომელთა ერთ-ერთი იშვიათი ეგზემპლარი ლენინგრადში, სახელმწიფო ერმიტაჟში ინახება. იმ დროს, როდესაც ბაგრატ III-ის მონეტები საქართველოში მიმოქცევაში მყოფ დირჰემებს ჰბაძავს არაბული ლეგენდების აღდგენითაც კი, დავითის მონეტების პირს აქვს წარწერა „ქრისტე შეიწყალე დავითი”, ზურგს კი – ჯვრის გამოსახულება მის შტოებს შორის ასოებით, რომლებიც იკითხება, როგორც სიტყვა „კურაპალატი” (გვ. 201). სულ ესაა, ოღონდ თავს ნებას მივცემთ ამ ფაქტებს ერთიც მივუ¬მატოთ, ტოკარსკისგან მიჩუმათებული: წარწერები დავით კურაპალა¬ტის მონეტებზე (და არა მხოლოდ მონეტებზე) ქართულადაა გაკეთებული. ამგვარად, ტოკარსკის მიხედვით, დავით კურაპალატის მონეტები, ორიგინალური ნიმუშის მონეტები, ქრისტიანული ემბლემითა და ქართული წარწერებით, დავითის ანტიქართულ განწყობებს მოწმობს, მისი მემკვიდრის ბაგრატ III-ის, გაერთიანებული საქართველოს მეფის მონეტები კი, შექმნილი არაბული მონეტების მიბაძვით და არაბული წარწერების მქონე – საპირის¬პიროს. თუ ტოკარსკის ეს მსჯელობა ფუნდა¬მენ¬ტუ¬რობით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ უეჭველად ორიგინალურია.

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები