საზოგადოება
30.03.17 21:30
“2-კვირიანი ინტენსიური დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა, რომ მიკროავტობუსების მძღოლების 93% საუბრობს ტელეფონზე, აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, კვეთს ღერძულა ხაზს, აკეთებს აგრესიულ მანევრირებას და ახორციელებს გადასწრებას სახიფათო შემთხვევების დროს”, – ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მკვლევარმა, გიორგი ბაბუნაშვილმა საქართველოს საქალაქთაშორისო მიმოსვლის შესახებ კვლევის პრეზენტაციისას განაცხადა.
თბილისში დაახლოებით 23 ავტოსადგურია და მათგან მხოლოდ რამდენიმეზეა სათანადო აღჭურვილობა. სადგურების უდიდეს უმრავლესობას არ გააჩნია მოსაცდელი დარბაზები და სამედიცინო აღჭურვილობა.
კვლევის ავტორი ეკონომიკის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად, კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციით მიმართავს.
„საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანისას, მძღოლები სულ მინიმუმ ერთხელ მაინც, არღვევენ მოძრაობის წესებს. ასევე, მიკროავტობუსებში ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არსებობს, მათ შორის მიკროავტობუსებში ხშირად ვხვდებით ე.წ. ჩადგმულ სკამებს, რომელზე მსხდომი მგზავრებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. განსაკუთრებით მოკლე მანძილებზე ხშირია ფეხზე მდგომი მგზავრები და ე.წ. ჩადგმული სკამები, შორ დისტანციებზე – თბილისი-ბათუმი, თბილისი- ზუგდიდი, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით კი ამ მხრივ შედარებით ნორმალური მდგომარეობაა.
დავაკვირდით თბილისიდან გამავალ და თბილისში შემომავალ მიკროავტობუსებს ყველა რეგიონის მიმართულებით. ავტოსადგურების განლაგება ასევე, ცალკე პრობლემას წარმოადგენს. მათი მდებარეობა ხელს უწყობს თბილისის გადატვირთულობას და ქმნის დამატებით საფრთხეებს უსაფრთხოების მხრივ.
თბილისში დაახლოებით 23 ავტოსადგურია და მათგან მხოლოდ რამდენიმეზეა სათანადო აღჭურვილობა. სადგურების უდიდეს უმრავლესობას არ გააჩნია მოსაცდელი დარბაზები და სამედიცინო აღჭურვილობა.
გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობა არ განსაზღვრავს იმ სავალდებულო, მინიმალურ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსადგური. ჩვენი რეკომენდაციაა, ავტოსადგურები განთავსებული იყოს დედაქალაქის გასასვლელებში დასავლეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ბაბუნაშვილმა.
კვლევა „უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის“ მომზადდა CRRC საქართველოსა და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით. კვლევის ფინანსური მხარდამჭერია USAID.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24