საზოგადოება

დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია სრულდება

31.03.17 14:15


საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია დღეს სრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაციის გავლა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 23 თებერვალს დაიწყო.

აბიტურიენტებმა 31 მარტის 18 საათამდე უნდა მოასწრონ პირადი მონაცემების, საგამოცდო ქალაქის და ჩასაბარებელი საგნების მითითება. საქართველოში აბიტურიენტების რეგისტრაცია სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე (23 თებერვლიდან 31 მარტამდე) იმართება რეგისტრაცია, რა დროსაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, მიუთითონ ფაკულტეტი, ქალაქი, სადაც ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს.

ცენტრში აბიტურიენტებს ურჩევენ, ყურადღებით გაიარონ რეგისტრაცია და თვალი მიადევნონ, რომ მიიღონ სმს-შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გამოცდებზე დარეგისტრირებული არიან. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინებას არ მიიღებენ, ესე იგი, აბიტურიენტმა არასწორად გაიარა რეგისტრაცია. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 31 მარტიდან 20 მაისამდე პერიოდში ჩატარდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ეძლევათ შეცვალონ არჩეული ფაკულტეტები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი 20 მაისიდან დაიწყება და აგვისტოს თვის დასაწყისამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში აბიტურიენტები შეძლებენ შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები.

იმისათვის, რომ სტუდენტი გახდე, აუცილებელია სამი ძირითადი საგნის — ზოგადი უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და ასევე ერთი არჩეული საგნის წარმატებით ჩაბარება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამებს და უმაღლეს სასწავლებლებს, მათი არჩევა ან შეცვლა, აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ. ამ დროის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 37 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაციაც სრულდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები