პოლიტიკა

ეუთო: არჩევნები საქართველოში პოლიტიკურად დაძაბული იქნება

03.06.16 20:25


8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩაივლის, ნათქვამია ეუთოს და ადამიანის უფლებათა დემოკრატიული ინსტიტუტის ბიუროს საჭიროებათა შეფასების ანგარიშში საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

მოხსენება, რომელიც 26-დან 29 აპრილამდე საქართველოში მყოფი ეუთოს დამკვირვებელთა მოსაზრებას ეფუძნება, მომზადებულია ადამიანის უფლებატა დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მიერ. მისიის მიზანი იყო წინასაარჩევნო გარემოს შეფასება და საპარლამენტო არჩევნებისათვის მომზადება.

ზოგიერთმა პარტიამ ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე თუ რამდენად თავისუფალი იქნება არჩევნები. ანგარიშის თანახმად, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, რომელთანაც შეხვედრები ჰქონდათ ეუთოს წარმომადგენლებს, წუხილი გამოთქვეს ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით ქვეყნის შორეულ რეგიონებსა და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 649


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები