საზოგადოება

მსოფლიოს საუკეთესო დიჯეი მარტინ გარიქსი GEM FEST 2017-ზე საქართველოში დაუკრავს

31.03.17 16:20


ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალ GEM FEST-მა 2017 წლის სეზონზე ლაინ-აფი გამოაცხადა — ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი ბრიტანული ყოველკვირეული გამოცემის DJ Mag 2016-ის ვერსიით მსოფლიოში საუკეთესო დიჯეი ჰოლანდიელი მარტინ გარიქსი გახდება.

GEM Fest 2017 ანაკლიაში 14 ივლისს აიღებს სტარტს და ერთი თვე, 14 აგვისტომდე გაგრძელდება. ის რვა საკლუბო სცენას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლუბური მუსიკის 500-ზე მეთ სახელოვან შემსრულებელს გააერთიანებს.

აუდიტორიის გემოვნების შესასწავლად ფესტივალის ორგანიზატორებმა გამოკითხვა ჩაატარეს და გაიგეს, რომელი შემსრულებლების ნახვა სურთ GEM Fest 2017-ზე.

ფესტივალის ჰედლაინერებს შორის არიან — ცნობილი შვედური დუეტი Axwell and Ingrosso, ფრანგი დიჯეი Worakls-ი, დანიელი Sander van Doorn-ი, ჰამბურგელი დიჯეი Solomun-ი, ამერიკელი ჰაუს-დიჯეი Roger Sanches, ასევე ტექნოსცენის გერმანელი ვარსკვლავი Paul Kalkbrenner, რომელიც ანაკლიის ფესტივალის მუდმივი რეზიდენტი გახდა.

როგორც შარშან, GEM Fest 2017 შავი ზღვის პირას სუბტროპიკების, კონცეპტუალური არქიტექტურის და არტ-ობიექტების ბუნებრივ დეკორაციებში გაიმართება. აფხაზეთის მოსახლეობისთვის შესვლა თავისუფალია. ინფორმაცია ბილეთებსა და აბონემენტებზე, ფესტივალის სხვა დეტალები, ასევე სრული ლაინ-აპი გამოსვლების თარიღებით შეგიძლიათ იხილოთ GEM Fest-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გასულ წელს ქართულმა ელექტრონულმა ფესტივალმა თავის სცენაზე ისეთი ცნობილი დიჯეები და მუსიკოსები შეკრიბა, როგორებიცაა პაულ კალკბრენერი, პოლ ვან დაიკი, ფედე ლე გრანდი, ბორის ბრეიჩი, სტეფან ბოძინი, Gus Gus და მრავალი სხვა.

მარტინ გარიქსი — ოცი წლის დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი ამსტერდამიდან. რვა წლის ასაკში (2004 წელს) მან ლეგენდარული დიჯეის Tiesto-ს გამოსვლა ათენში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ნახა. სწორედ ამან უბიძგა გარიქსი სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა შეეძინა, რომელიც მას მუსიკის დაწერაში დაეხმარებოდა. მალე მსოფლიო ფესტივალებზე მან აქტიური გამოსვლა დაიწყო და სწავლას და გამოსვლებს ერთმანეთს უთავსებდა. საბოლოო ჯამში Tiesto-მ შენიშნა ახალგაზრდა ბიჭი და მისი ტრეკი Torrent-ი თავის ლეიბლზე ჩაწერა.

მსოფლიო პოპულარობა გარიქსმა ტრეკ Animals-ის წყალობით მოიპოვა. 2016 წლის გაზაფხულზე მან ყოველწლიური პრემიის MTV EMA-ს ფარგლებში შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვა: "ელექტრონული მუსიკის ჟანრის საუკეთესო შემსრულებელი" და "საუკეთესო გლობალური შოუ". გასული წლის აპრილში გამოვიდა MTV —ს დოკუმენტური ფილმი Martin Garrix: The Ride.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები