მსოფლიო

ალიევმა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, არ ჩაერიონ ყარაბაღის კონფლიქტში

31.03.17 21:10


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის საშინაო საქმეა და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ შეუძლია მასში ჩარევა, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

შეგახსენებთ: მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. დღეისათვის აზერბაიჯანს დაკარგული აქვს კონტროლი ყარაბაღზე.

ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესების დამცველად გვევლინება, ვინაიდან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები