პოლიტიკა

ნიკა გვარამია თანამდებობიდან წასვლის შესახებ: დასაქმების პრობლემა არ მაქვს

04.04.17 14:30


“თუ გადაწყდება, რომ არ უნდა ვიყო “რუსთავი 2″-ის დირექტორი, დასაქმების პრობლემა არ მაქვს,” – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ.

მისი თქმით, ეს საკითხი ძმები ყარამანიშვილების გადასაწყვეტია. კითხვაზე აქვს თუ არა ძმებ ყარამანაშვილებთან ურთიერთობა ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და კომუნიკაციაც არსებობს. ასევე, გვარამია არ ადასტურებს “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ე.წ. ორ ნაწილად გაყოფას, თუმცა ამბობს, რომ რიგ საკითხებზე თანამშრომლებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.

დღეს, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის მფლობელები ძმები ყარამანიშვილები ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორობის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებენ, მის შემცვლელად კი ნანუკა ჟორჟოლიანი ან ზაალ უდუმაშვილი მოიაზრება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები