პოლიტიკა

7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსი - ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

04.04.17 15:10


7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის იდეას ნეგატიურად აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე.

როგორც წითლიძემ "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას განუცხადა, ამ საკითხის ირგვლივ ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

წითლიძე პოლიტიკოსებს და არასამთავრობოებს ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებამ მოსახლეობის ნება არ გაითვალისწინა, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, ქვეყნის მასშტაბით პერმანენტული აქციები გაიმართება.

"ხელისუფლების არათანმიმდევრული და არაკომეპტენტური პოლიტიკის გამო ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა ემუქრება რაც კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის და დემოკრატიის განვითარებისათვის ქვეყანაში.

არ დავუშვებთ რომ ზუგდიდის დარჩეს ქალაქის სტატუსის გარეშე რადგან თვითმმართველი ქალაქის სტატუსი სჭირდება ქალაქს განვითარებისათვის.

სწორედ ამიტომ, ზეგ, 5 აპრილს 12 საათზე, გელოდებით ზუგდიდის მერიის (გუბერნიის) წინ რომ ერთად გამოვხატოთ პროტესტი და ხელმოწერით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

მიუხედავად პოლიტიკური პოზიციებისა, დიდი იმედი მაქვს ყველა პოლიტიკური პარტიას ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციებს და რიგითი ზუგდიდელებს არ გაუჭირდებათ პოზიციის ღიად დაფიქსირება და ქალაქის სტატუსის დაცვა.

ზუგდიდი იმსახურებს იყოს თვითმმართველი ქალაქი!"- აცხადებს წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის: ზუგდიდის, ოზურგეთის, გორის, თელავის, ახალციხის, მცხეთისა და ამბროლაურის უფლებამოსილების გადახედვის იდეა მმართველ გუნდს ეკუთვნის. ინიციატივას მხარს უჭერს პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძეც ამტკიცებს, რომ მათი სტატუსი უნდა შეიცვალოს.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები