პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული ნაწილია

04.04.17 15:55


„ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი ნატოსთან მიმართებაში. დღეს საქართველო არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ყველა ის ფორმატი, რომელიც გვაახლოებს ნატოს წევრობისკენ. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული მონაწილე” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს დღეების 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვანი ათი წელი გაიარა, რომელიც დატვირთული იყო პრაქტიკული შედეგებისა და პოლიტიკური ინტეგრაციის ნაწილში.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, წლევანდელი წელი ნატოსთან მიმართებაში გამორჩეულია მაღალი დონის ღონისძიებებითა და ვიზიტებით. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში გამართვის მნიშვნელობას, რაც მისი თქმით, ორგანიზაციის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

ნატოს დღეების 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში ნატოს დღეები 2-იდან 11 აპრილამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები