მსოფლიო

პეტერბურგის ტერაქტში შესაძლოა რუსეთის მოქალაქე ყირგიზი იყოს დამნაშავე

04.04.17 16:40


სანქტ-პეტერბურგში მომხდარ ტერაქტში, წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა რუსეთის წარმოშობით ყირგიზი მოქალქე იყოს დამნაშავე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის პრესმდივან რაჰათ სულაიმანოვის განცხადებაზე დაყრდნობით.

„დიახ, წინასწარი მონაცემებით, ის წარმოშობით ყირგიზი და რუსეთის მოქალაქეა“, — განუცხადა სულაიმანოვმა სააგენტოს. მისი თქმით, ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტი რუს კოლეგებთან ერთად მუშაობს სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაზე.

შეგახსენებთ: 3 მარტს პეტერბურგის მეტროპოლიტენში, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე სადგურ „სენნაია პლოშჩადსა“ და „ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტ 2-ის“ გადასაჯდომ ხაზზე აფეთქება მოხდა. ხოლო სადგურზე „პლოშჩად ვოსტანია“ დროულად აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს.

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.

ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 და დაშავდა 45 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები