პოლიტიკა

საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მიხედვით საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს - Freedom House

04.04.17 16:55


საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ახალ კვლევას „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში“ აქვეყნებს. კვლევაში საქართველოზეა საუბარი.

საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მიხედვით საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს დემოკრატიულ მმართველობაში, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, ასევე საარჩევნო პროცესსა და მედიის დამოუკიდებლობაში. აღნიშნული მონაცემები ბოლო სამი წლის განმავლობაში უცვლელია.

დემოკრატიული განვითარების მდგომარეობის მიხედვით, კვლევაში საქართველო გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა - მოლდოვა და უკრაინა.

საქართველო ზოგადი დემოკრატიული მაჩვენებლების მიხედვით 7 ქულიანი სისტემით 4,65 ქულით არის შეფასებული, სადაც 1 საუკეთესო, ხოლო 7 - ყველაზე ცუდია.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები