პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო თანდათან ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება

04.04.17 17:35


საქართველო თანდათან ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შს სამინისტროში, საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების ცერემონიალზე განაცხადა.

"ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და წინსვლა. დღევანდელი შეთანხმების ხელმოწერაც გახლავთ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება ამ მიმართულებით. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. დღეს ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი და ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება. ამ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ჩვენ ვხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროშიც, შესაბამისად, ჩვენ გვექნება უსაფრთხოების სულ სხვა შესაძლებლობები",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს შეთანხმება იქნება კიდევ ერთი ბერკეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო ქართული პოლიცია იქნება ევროპელ სამართალდამცავთა თანამეგობრობის საიმედო პარტნიორი.

საქართველოსა და ევროპოლს შორის დღეს ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები