პოლიტიკა

გურამ რჩეულიშვილს საპატიმრო ვადა 12 აპრილს ეწურება

04.04.17 20:20


“ცენტრ პოინტის” საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, გურამ რჩეულიშვილს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 12 აპრილს ეწურება. არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულმა საპატიმრო 12 აპრილს დატოვოს. “ცენტრ პოინტის“ საქმეზე, კერძოდ ბათუმის „მაგნოლიას“ ეპიზოდზე, მორიგი სასამართლო სხდომა დღეს ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. ადვოკატმა პროცესის გადადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოითხოვა. ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა სასამართლოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა გააგზავნა, თუმცა ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ სხდომების გადადების გამო, რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატებს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, რათა გურამ რჩეულიშვილს 9-თვიანი პატიმრობის ვადა ამოეწუროს.

პარალელურად, ადვოკატები კიდევ ერთხელ სთავაზობენ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა ისინი ითხოვენ პარალელურად, ეტაპობრივად, მოეხსნას ყადაღა „ცენტრ პოინტის“ ქონებებს, რათა მათი განცხადებით, ინვესტორების შემოყვანა და ობიექტების დასრულება მოხდეს. ​ბრალდების მხარე აცხადებს, რომ თავდაპირველად, უნდა მოხდეს დაზარალებულთა კომპენსირება. პროკურორების თქმით, მათ ბოლო წლების განმავლობაში, არა ერთხელ მისცეს შანსი „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს, დაესრულებინათ დაუსრულებელი ობიექტები, თუმცა ეს არ შესრულდა. ​რაც შეეხება დაზარალებულ მენაშენეთა პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ „ცენტრ პოინტის“ დაპირებების აღარ სჯერათ, მათ შორის, არც იმ ნაწილში, რომ კომპანია ინვესტორის შემოყვანას და ობიექტების დასრულებას შეძლებს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები