მსოფლიო

სირიაში ქიმიური იარაღით შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა

05.04.17 15:35


სირიის იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით განხორციელებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 20 ქალი და 17 ბავშვია. ამის შესახებ ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი იუწყება.

უფლებადამცველები შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს, ვინაიდან ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ ნაპოვნი არ არის.

ავიადარტყმა ქალაქ ხან-შეიხუნზე სამშაბათს განხორციელდა. თვითმხილველების განცხადებით, ავიადარტყმის შემდეგ, ხალხი იგუდებოდა.

იდლიბის პროვინციას სირიის ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. ისინი ავიადარტყმაში რუსეთის ან ბაშარ ასადის ავიაციას ადანაშაულებენ.

მომხდარის გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტი შეიტანეს, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას აპროტესტებს.

უშიშროების საბჭოს სამი მუდმივი წევრი მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ბაშარ ასადის რეჟიმს აკისრებს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები