პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში იმყოფება

06.06.16 14:20


სამუშაო ვიზიტს იწყებს ორშაბათს, სტრასბურგში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ — დემოკრატების ალიანსის ლიდერებს შეხვდება, იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი 2" პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

პრეზიდენტი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზეც გამოვა სიტყვით, სადაც გიორგი მარგველაშვილი ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ ისაუბრებს. პრეზიდენტი საქართველო — ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილებს ყურადღებას და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს.

მარგველაშვილი სტრასბურგიდან ბრიუსელში გაემგზავრება სადაც 8-9 ივნისს, დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.


სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ბრიუსელში გაემგზავრება.

ბრიუსელში, 8-9 ივნისს, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები