პოლიტიკა

ნოდარ ხადური ვიზალიბერალიზაციაზე: ჩვენ შევასრულეთ ყველა ვალდებულება და ამას აბსოლუტურად ყველა აღნიშნავს

06.06.16 15:25


არ არის დარჩენილი არცერთი საკითხი, რომელზეც კითხვის ნიშნები აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ვიზალიბერალიზაციის მიღების შესაძლო გაჭიანურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ არის დარჩენილი არცერთი საკითხი, რომელზეც კითხვის ნიშნები აქვთ ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ჩვენ შესრულებული გვაქვს ყველა ის ვალდებულება და ამას აღნიშნავს აბსოლუტურად ყველა. არ არის დარჩენილი არცერთი საკითხი, რომელზეც კითხვის ნიშნები აქვთ ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და მეგობრებს. პროცესები მიმდინარეობს, ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. „ასე რომ, დაველოდოთ პროცესების განვითარებას, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ივლიან ევროპაში“, – განაცხადა ხადურმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები