პოლიტიკა

ტალებ რიფაი: ჩამოდით საქართველოში, ღრმად ჩაისუნთქეთ და მიუახლოვდით ღმერთებს

05.04.17 20:00


„ჩამოდით საქართველოში, ღრმად ჩაისუნთქეთ, მიუახლოვდით ღმერთებს და იცხოვრეთ მაღლა“,- ამ სიტყვებით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევრაზიის მთის კურორტების კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას.

მისი შეფასებით, საქართველო ნამდვილად შესანიშნავი სამთო რეგიონია.

„ჩამოდით საქართველოში, ჩამოდით კავკასიაში. ხელით შეეხეთ ღრუბლებს. ღრმად ჩაისუნთქეთ, გაიუმჯობესეთ განწყობა. მიუახლოვდით ღმერთებს და იცხოვრეთ მაღლა“.

თითოეული ამ წინადადებათაგანი სრულად ასახავს იმას, თუ რა არის საქართველო და რა შეუძლია იყოს – სამთო დანიშნულების ადგილი, ძალიან მნიშვნელოვანი სამთო დანიშნულების ადგილი. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ პრემიერ-მინისტრი საკუთარ თავს სამთო კურორტის მენეჯერად მოიხსენიებს, რადგან ეს შესანიშნავი ფაქტია.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როგოც ჩარლზ დიკენსმა აღნიშნა, ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე უარეს დროს და ჩვენ ვცხოვრობთ საუკეთესო დროს – ბუნებრივი კატაკლიზმების, ეპიდემიების, ეკონომიკური კრიზისის, ტერორისტული საფრთხეებისა და ომების, ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების, თვალსაჩინო უთანასწორობის, კლიმატის ცვლილებების პერიოდში.

უბრალოდ მოუსმინეთ დილის სიახლეებს და ჩათვლით, რომ მსოფლიო ნაწილებად იშლება.

სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ 40-50-60 წელიწადში, მომავალ თაობებს შეეძლებათ, გაიხსენონ ეს დრო, როგორც მსოფლიოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული მოგზაურობის, ყველა საზღვრის გადაკვეთის, ყველა ბარიერის გადალახვის ეპოქა.

მოგზაურობა აფართოებს ჩვენს აზროვნებას, მსოფლმხედველობას, ხსნის ჩვენს გულებს. ჩვენ ნამდვილად ვუმჯობესდებით მოგზაურობის შემდეგ.

უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან დაკავშირებული გამოწვევა – უნდა გავაძლიეროთ, უსაფრთხო, დაცული და ამავდროულად, უზადო, მეგობრული მოგზაურობა. ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მოგზაურობის უსაფრთხოება და დაცულობა მისი გამარტივების მცდელობის გარეშე და ჩვენ ეს შეგვიძლია.

უნდა გავითვალისწინოთ ციფრული ტექნოლოგიასთან დაკავშირებული საფრთხე, რადგან ის თამაშის წესებს მნიშვნელოვნად ცვლის. ამასთან, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვან საფრთხეზე, რომელიც მდგრადობას გულისხმობს.

2015 წელს, ორი წლის წინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ორ მეტად მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია. პირველი გულისხმობს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მდგრადი განვითარების 17 მიზნის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც 2030 წლამდე იქნება გამოყენებული. 193 ქვეყანამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი ამ დოკუმენტს. სამი ამ ჩვიდმეტი მიზნიდან (მიზანი 8 , მიზანი 12 და მიზანი 14) ტურიზმს მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილავს. ეს მნიშვნელოვანი დღის წესრიგია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და ჩვენი დღის წესრიგი ამ საერთაშორისო დღის წესრიგთან შესაბამისად ჩამოვაყალიბოთ, რადგან ეს უკანასკნელი საერთაშორისო კონსენსუსის შედეგად ჩამოყალიბდა.

მეორე 2016 წლის დასასრულს საერთაშორისო საზოგადოებამ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეს სრულიად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომელიც შეესაბამება ჩვენს მცდელობებს, ვიცხოვროთ უკეთეს სამყაროში.

ხოლო მესამე მიღწევა გულისხმობს იმას, რომ 2017 წელი, ეს წელი მიჩნეულ იქნა მშვიდობისა და განვითარების მხარდაჭერის მიზნით მდგრადი ტურიზმის წლად. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული წელია, მით უმეტეს, რომ ერთმანეთს საქართველოში ვხვდებით – ეს ასევე უნიკალური შესაძლებლობაა, რათა გავერთიანდეთ და გავზარდოთ უკეთესი მომავლისა და პლანეტის შექმნის პროცესში ამ უნიკალური ინდუსტრიის წვლილი. საკითხი უკვე აღარ დგას ისე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ინდუსტრიისათვის – ის დგას შემდეგნაირად – რა შეუძლია ამ ინდუსტრიას გააკეთოს ამ მსოფლიოსათვის, რათა ის უკეთეს ადგილად აქციოს.

საქართველომ ეს შესანიშნავად გაიგო – როგორც თქვენ ხედავთ, მან ეს გამოწვევა აღიქვა მაღალ პოლიტიკურ დონეზე. კერძოდ, ტურიზმი შეიძლება გახდეს პოზიტიური ცვლილების წინაპირობა, ხოლო ქვეყნის მიერ გაწეულმა ძალისხმევამ პირობა რეალობად აქცია. მომეცა თქვენნაირი ლიდერების მსგავსი მაგალითების გაცნობის საშუალება და მე დიდად ვაფასებ მათ მეგობრობას.

გენერალური მდივნის ახალი კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით (იგულისხმება unwto-ს ახალი გენერალური მდივანი) პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა ჩემი მოსაზრება გამოვხატო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეიძლება ჩემი ბოლო ვიზიტი იყოს თქვენს ულამაზეს ქვეყანაში, თუმცა აქ კიდევ ჩამოვალ, პირობას გაძლევთ“,- განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ტალებ რიფაიმ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები