პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ექსპერტებს და ჟურნალისტებს შეხვდება

06.04.17 15:00


ხვალ, 6 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მომუშავე ქართველ ექსპერტებთან და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანია 2017 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების მიმოხილვა.

მიხეილ ჯანელიძე შეხვედრების მიმდინარეობისას ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების მიზნით საგარეო უწყების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე, განსაკუთრებით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიმოიხილავს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გადადგმულ ნაბიჯებს და ეკონომიკური დიპლომატიისა და საზღვარგარეთ ქვეყნის კულტურის წარმოჩენის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს.

მინისტრი გააცნობს შეხვედრის მონაწილეებს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით სამინისტროს საქმიანობის დეტალებს და ასევე, ისაუბრებს სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.

მინისტრის გამოსვლის შემდგომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები