პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისს ეწვევა

06.04.17 15:30


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამპანიის ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სტუდენტებს შეხვდება და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სტუდენტების მოსაზრებებს მოისმენს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამავე კამპანიის ფარგლებში, პრეზიდენტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსისას გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ვ. ანჯაფრიძის სახელობის სკვერში სპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში „მოითხოვე ქართული“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც ეროვნული პროდუქციის პოპულატიზაციას ისახავს მიზნად ქუთაისში ხორცპროდუქტების საწარმოს ,,გურმანი’’ და ფეხსაცმელების ფაბრიკას ,,ლევანტო’’ ეწვევა.

დღის ბოლის კი, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები