ეკონომიკა

რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 120%-ით გაიზარდა

06.04.17 16:25


2017 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 120%-ით გაიზარდა და 9 მილიონი ბოთლი შეადგინა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე.

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტზე 14,2 მილიონი ბოთლი (0,75ლიტრი) ღვინო გავიდა, რაც 85%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ პერიოდში საქართველომ მსოფლიოს 38 ქვეყანაში 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გააგზავნა, რაც 77%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

პირველი სამი თვის მონაცემების თანახმად, ჩინეთი, სადაც 1,8 მილიონი ბოთლი ღვინოს ექსპორტი განხორციელდა, მეორე ადგილზეა. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 38% შეადგინა.

უკრაინა ქართული ღვინის იმპორტით მეორე ადგილზეა — 1,3 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინით. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 20% შეადგინა.

ქართული ღვინის ძირითადი ექსპორტიორების ხუთეულში ასევე შედიან პოლონეთი – 561,3 ათასი ბოთლზე მეტი და ყაზახეთი – დაახლოებით 473,5 ათასი ბოთლი. იანვარ-მარტში პოლონეთში ექსპორტის მოცულობა 27%-ით გაიზარდა, ყაზახეთში კი 39%-ით. მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება — საანგარიშო პერიოდში ისრაელში ექსპორტი 333%-ით გაიზარდა, კანადაში — 55%-ით, გერმანიაში 22%-ით, აშშ–ში 7%-ით გაიზარდა, ლატვიაში — 5%-ით და ა.შ. "ექსპორტის მოცულობა გაიზარდა აშშ-ს, ევროკავშირის, ჩინეთის მიმართულებით და ასევე ტრადიციულ ბაზრებზე. 2017 წელი აქტიურად დაიწყო, ვიმედოვნებთ, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება", — განაცხადა ჟურნალისტებთან ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი სამანიშვილმა.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3,3 მილიონ ბოთლზე (0,5 ლ) მეტი ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები