პოლიტიკა

კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“ არაობიექტურ ტელევიზიად შეაფასა

30.04.16 14:30


საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლოს თაობაზე კომენტარისას განაცხადა, რომ ის არაობიექტური არხია.

პრემიერის აზრით, „რუსთავი 2“-ის სასამართლო საქმეს ორი განზომილება აქვს: ერთი – მესაკუთრის საკითხი და მეორე – სიტყვის თავისუფლება და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა.

„მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი სასამართლო განხილვაში, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა: მიუხედავად იმისა, როგორი მწვავეც არის ხშირად, თუნდაც არაობიექტური და ა.შ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს „რუსთავი 2“-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რათა ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციის საშუალება“, — განაცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ წარსულში ინიციატივაც კი წამოაყენა – „რუსთავი 2“-ის ირგვლივ არსებული ვითარების კონტროლის მიზნით გარკვეული საბჭო შექმნილიყო.

„არ ვიცი, როგორი უნდა იყოს მექანიზმი, მაგრამ ვისურვებდი, რომ არავის შეეძლოს ამ თემით სპეკულირება და ტელეკომპანიამ განაგრძოს ისეთივე სარედაქციო პოლიტიკა, როგორიც თავად მიაჩნია საჭიროდ“, — დაასკვნა კვირიკაშვილმა.

წყარო : Sputnik საქართველო /www. sputnik-georgia.com

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები