ეკონომიკა

ქართული ავიაკომპანია მახაჩკალაში იფრენს

07.04.17 16:00


ქართული ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways-ი 13 აპრილიდან მახაჩკალას მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოქტომბრის თვის ბოლომდე კვირაში ორჯერ — ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება.

ფრენებს Boeing B737-ისა და Bombardier CRJ200-ის ტიპის თვითმფრინავები შეასრულებენ.

ქართულმა ავიაკომპანიამ ჩარტერული რეისების განხორციელებისთვის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო. ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის და გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს ავსტრიის მიმართულებით ახორციელებდა. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა. 2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — „საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა, დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები