მსოფლიო

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: საბოლოო შედეგები

10.04.17 18:30


სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე სხდომაზე 2 აპრილს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა, იუწყება ,,Sputnik სომხეთი".

შედეგების თანახმად, მეექვსე მოწვევის ეროვნულ სათათბიროში შევიდა ოთხი პოლიტიკური პარტია: სომხეთის რესპუბლიკური პარტია — 770 441 ხმა, ბლოკი ,,ცარუკიანი" – 428 836 ხმა, ბლოკი ,,ელკი" (,,გამოსავალი") – 122 065 ხმა, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია ,,დაშნაკ ცუტუნი" – 103 048 ხმა.

ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში 2 585 468 ამომრჩევლიდან 1 575 786 ადამიანი (60,93% — გამოცხადება) მონაწილეობდა. გაბათილდა 6675 ბიულეტენი.

მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა, განაცხადა სომხეთის ცესკოს თავმჯდომარე ტიგრან მუკუჩიანმა. სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო 58 მანდატი, ბლოკმა ,,ცარუკიანი" – 31, ბლოკმა ,,ელკი" – 9, პარტია ,,დაშნაკ ცუტუნმა", — განაცხადა მუკუჩიანმა. მან დასძინა, რომ რესპუბლიკური პარტიის შემადგენლობაში პარლამენტში მოხვდა ეროვნული უმცირესობების სამი წარმომადგენელი (იეზიდი, ასირიელი და ქურთი), ხოლო ბლოკიდან ,,ცარუკიანი" — ერთი მანდატი რუსული თემის წარმომადგენელმა მიიღო. უფრო ადრე ცესკომ განაცხადა, რომ მეექვსე მოწვევის ეროვნულ სათათბიროში 105 დეპუტატი იქნება. სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2 აპრილს გაიმართა. მონაწილეობდა ცხრა პოლიტიკური ძალა — ხუთი პარტია და ოთხი ბლოკი.

არჩევნები კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩატარდა. სომხეთი, ფაქტობრივად, საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავიდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები