მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვში ჩაფრინდა – შეერთებული შტატები რუსეთს გარიგებას სთავაზობს

11.04.17 19:30


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ამ სტატუსით მოსკოვში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ის სირიაში არსებულ სიტუაციას განიხილავს. ვიზიტამდე ტილერსონმა მოსკოვი სირიიდან ქიმიური იარაღის გატანის შესახებ 2013 წელს მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „მოსკოვმა ან შეთანხმებას ხაზი გადაუსვა“. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს რამდენიმე დღის წინ იდლიბის პროვინციაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაში მოსკოვის პირდაპირი მონაწილეობის მტკიცებულება არა აქვს, აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთმა ამ შეტევის შესახებ წინასწარ იცოდა.

როგორც გამოცემა “The Telegraph”-ი იუწყება, ტილერსონი მოსკოვისთვის გარიგების შეთავაზებას გეგმავს. საუბარია რუსეთისთვის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნებაზე ასადის მხარდაჭერის შეწყვეტის სანაცვლოდ.

გამოცემის ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არავის დაუდასტურებია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები